3.238.70.175

ჩემი ინტერნეტ მისამართი

თქვენი ინტერნეტ მისამართი უნიკალურია ინტერნეტ ქსელში. მის გარეშე ელექტრონული მოწყობილობით ვერ გააგზავნით და ვერ მიიღებთ ინფორმაციას. ნებისმიერ ინტერნეტ ქსელთან დაკავშირებულ მოწყობილობას ენიჭება ინტერნეტ მისამართი. თქვენი ინტერნეტ მისამართი შეიძლება შეიცვალოს თუ ქსელთან კავშირი შეცვალეთ ან მოწყობილობა უბრალოდ გამორთეთ და ჩართეთ.

ინტერნეტ მისამართის ფორმატი სტანდარტულია. არსებობს ორი ფორმატის ინტერნეტ მისამართი: IPv4 და IPv6.

IPv4

IPv4 წარმოადგენს ინტერნეტ პროტოკოლის მეოთხე ვერსიის ფორმატით ფორმირებულ მისამართს. სტანდარტის სპეციფიკაციით მისამართი უნდა შედგებოდეს 0-255 ინტერვალში მოქცეული მთელი ციფრების ოთხი ჯგუფისგან.

მაგალითად, 18.15.9.254 არის IPv4 ფორმატით ფორმირებული ინტერნეტ მისამართი.

IPv6

IPv6 წარმოადგენს ინტერნეტ პროტოკოლის მეექვსე ვერსიის ფორმატით ფორმირებულ მისამართს. სტანდარტის სპეციფიკაციით მისამართი უნდა შედგებოდეს რვა ორი წერტილით გამოყოფილი ოთხი თექსვმეტობითი ფორმატის ციფრისგან.

მაგალითად, b051:b60:f391:149d:a8cd:e99b:d275:8670 არის IPv6-ის ფორმატით ფორმირებული ინტერნეტ მისამართი.